1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით დადგენილი რაიმე სახის ფსიქიატრიული დაავადება, უუნარობა ან მოშლილობა (მწვავე ან ქრონიკული, თანდაყოლილი ან შეძენილი), რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
2. განმცხადებელი მენტალური ან ქცევითი მოშლილობით, რაც გამოწვეულია ალკოჰოლის ან სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენებით, უნდა შეფასდეს არავარგისად გამოჯანმრთელებამდე და დამოკიდებულებისგან გათავისუფლებასა და დამაკმაყოფილებელ ფსიქიატრიულ შეფასებამდე.
3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა შეფასდეს ვარგისად სააგენტოსთან შეთანხმებით.
4. განმცხადებელმა, ვარგისად შეფასებამდე, უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული შეფასება, თუ მას აღენიშნება:
ა) ხასიათის მოშლილობა;
ბ) ნევროტიკული მოშლილობა;
გ) პიროვნული მოშლილობა;
დ) მენტალური ან ქცევითი მოშლილობა.
5. განმცხადებელი, რომლის სამედიცინო ისტორიაში აღნიშნულია ერთი ან განმეორებითი განზრახ თვითდაზიანების ფაქტი, შეფასდება არავარგისად. ვარგისად შეფასებამდე, მან უნდა გაიაროს დამაკმაყოფილებელი ფსიქიატრიული გამოკვლევა.
6. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, უნდა გადამისამართდეს სააგენტოში.
7. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, ვარგისად შეფასდება სააგენტოსთან შეთანხმებით.
8. სამედიცინო ისტორიაში აღნიშნული ან დიაგნოზით დადგენილი შიზოფრენიის, შიზოტიპური ან დელუზიური აშლილობის მქონე განმცხადებელი უნდა შეფასდეს არავარგისა