1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა ხორციელდება ამ კანონის 221 მუხლით დადგენილი წესით.
თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − პენიტენციური სამსახური) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისათვის. თუ უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე, რომლის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
3. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, რაც დასტურდება ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნით, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ უნდა შეატყობინოს პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გადაყვანა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის დრო ითვლება სასჯელის საერთო ვადაში.
4. თუ პაციენტს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და იგი ვერ გამოჯანმრთელდება მის მიერ მოსახდელი სასჯელის ვადის განმავლობაში, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების არსებობისას, პირისთვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წესრიგდება ამ კანონით დადგენილი წესით.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ფსიქიატრიული მკურნალობა ტარდება ამ მუხლის მე-6−მე-9 პუნქტებით დადგენილი წესით.
6. ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია ვალდებულია პირის სტაციონარში მოთავსების შემდეგ თვეში ერთხელ შეაფასოს, არის თუ არა ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 71 ნაწილით გათვალისწინებული პროცესუუნარო პირი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი სტაციონარში თავსდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 33 ნაწილით განსაზღვრულ განჩინებაში მითითებული ვადით, რომლის ათვლა მისი სტაციონარში მოთავსების მომენტიდან იწყება. პირი უნდა მოთავსდეს მხოლოდ იმ სტაციონარში, რომელიც უზრუნველყოფილია სპეციალური დაცვით და რომელშიც დანერგილია რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა. რისკის შემცირების, რესოციალიზაციისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ ღონისძიებათა სისტემა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
8. ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებული პაციენტის მკურნალი ექიმი ვალდებულია მიმართოს ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალურ კომისიას ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადამდელი შეფასებისა და დასკვნის გამოტანისთვის, თუ პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საფუძველს იძლევა.
9. თუ ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია მორიგი ან ვადამდელი შეფასების შედეგად გამოიტანს დასკვნას, რომ ფსიქიატრიული მკურნალობისადმი დაქვემდებარებულ პაციენტს აქვს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მონაწილეობის უნარი, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია ეს დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სასამართლოს.
საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5208 - სსმ I, №28, 18.07.2007 წ., მუხ.293
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2269-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.330
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3551-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.283
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332
საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1783 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.
საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2530 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3543 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №959 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3123 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1340 - ვებგვერდი, 23.12.2025