1. შარდის ანალიზი უნდა ჩატარდეს ყველა გამოკვლევის დროს. შარდი არ უნდა შეიცავდეს ანომალურ ელემენტებს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან პათოლოგიად.
2. განმცხადებელს, რომელსაც აღენიშნება დაავადება/გართულება თირკმლის ან საშარდე გზების ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი უუნარობა, კერძოდ, ნებისმიერი ობსტრუქცია სტრიქტურის ან კომპრესიის შედეგად, უნდა შეფასდეს არავარგისად.
3. განმცხადებელი შარდსასქესო მოშლილობებით, როგორიცაა, თირკმელების დაავადება, კენჭ(ებ)ი ან სამედიცინო ისტორიაში თირკმლის კოლოკა, შეიძლება შეფასდეს ვარგისად, თუ არსებობს დამაკმაყოფილებელი უროგენიტალური გამოკვლევა.
4. განმცხადებელი მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევით საშარდე ორგანოებზე, მათი სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთის ან მათი გადახრის შემთხვევაში, უნდა შეფასდეს არავარგისად და გაიაროს განმეორებითი გამოკვლევა სრული გამოჯანმრთელების შემდეგ.
5. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის განმეორებით გამოკვლევას ახორციელებს სააგენტ