1. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც აღენიშნება საეჭვო კარდიალური იშემია ან ასიმპტომატური მცირე კორონარული არტერიის დაავადება, რომელიც არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას, ვარგისად შეფასებამდე უნდა გადამისამართდეს სააგენტოში და გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა, მიოკარდიული იშემიის გამოსარიცხად.
2. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, რომელსაც აღენიშნება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დაავადება, ვარგისად შეფასებამდე ვალდებულია გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა.
3. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მიოკარდიალური იშემია, სიმპტომატური კორონარული არტერიების დაავადებები ან მედიკამენტებით კონტროლირებადი კორონარული არტერიული დაავადებების სიმპტომები, შეფასდება არავარგისად.
4. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიაში ან დიაგნოზით აღენიშნება მიოკარდიალური იშემია, მიოკარდიული ინფარქტი ან რევასკულარიზაცია კორონარული არტერიული დაავადებები, უნდა შეფასდეს არავარგისად.
5. მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელმა, რომელსაც აღენიშნება მიოკარდიუმის ინფარქტის ან კორონალური არტერიული დაავადების სიმპტომები, ქირურგიული მკურნალობის შემდეგ, ვალდებულია გაიაროს კარდიოლოგიური გამოკვლევა, ხოლო გამცხადებელი, პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისას და სერტიფიკატის განახლებისას, უნდა გადამისამართდეს სააგენტოშ