1. ყოველი გამოკვლევისას უნდა გაიზომოს სისხლის წნევა და გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.

2. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა შეფასდეს არავარგისად, თუ მას აღენიშნება:

ა) სიმპტომური ჰიპოტენზია;

ბ) სისხლის წნევა აღემატება სისტოლური 160 მმ/ჰგ ან დიასტოლური 95 მმ/ჰგ-ს, მკურნალობით ან მკურნალობის გარეშე.

3. სისხლის წნევის დარეგულირების მიზნით, მედიკამენტ(ებ)ის მიღების შემდეგ, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადა დროებით უნდა შეჩერდეს, რათა გამოირიცხოს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებ