1. თითოეული სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია ტრანსპორტირების ლიცენზიატს წარუდგინოს მოთხოვნა მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის მინიმალური წნევის განსაზღვრის შესახებ, ამ პუნქტისთვის განსაზღვრული ბუნებრივი გაზის გაცემის პირობებით გათვალისწინებული წნევის ფარგლებში.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებული არ არის შეინარჩუნოს გაცემის მინიმალური წნევა, როდესაც:
ა) მიწოდების პუნქტიდან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობა აღემატება გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ გაცემის მაქსიმალურ ოდენობას;
ბ) ადგილი აქვს ბუნებრივი გაზის გაცემის პირობებით განსაზღვრული გაზომვის მოწყობილობების საოპერაციო შეზღუდვების დარღვევას.
3. ტრანსპორტირების ლიცენზიატი არ არის ვალდებული, მიწოდების პუნქტში სისტემით მოსარგებლისთვის გასცეს ბუნებრივი გაზი, როდესაც ბუნებრივი გაზის წნევა მიერთებულ სისტემაში ან მომხმარებლის კუთვნილ ქსელში (მიერთების წერტილის შემდეგ) აღემატება ამ მიწოდების პუნქტისთვის განსაზღვრულ მინიმალურ გაცემის წნევას.
4. სისტემით მოსარგებლე, ამ მუხლის მე-2და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, თავისუფლდება ამ წესების 28-ე მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, თუ მიწოდების პუნქტში მისთვის მიკუთვნებული ბუნებრივი გაზის ოდენობა ნაკლებია ამ პუნქტში სისტემით მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციაზე და ეს გამოწვეულია ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ აღნიშნული პუნქტიდან გაცემის მინიმალური წნევის შენარჩუნების ვალდებულების შეუსრულებლობით.
თავი IX
ბუნებრივი გაზის მიკუთვნე