1. მიღების და მიწოდების თითოეულ პუნქტში ყველა სისტემით მოსარგებლის მიერ დღის განმავლობაში (საანგარიშო  დღე) გაცემული ან მიღებული ბუნებრივი გაზის ჯამური ოდენობის სისტემით მოსარგებლეთათვის პირობით მიკუთვნებას ახდენს ტრანსპორტირების ლიცენზიატი, მოცემული ფორმულის გამოყენებით:

2. მისაკუთვნებელი ოდენობა (NMQi) მიღების პუნქტისათვის გამოითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხოლო მიწოდების პუნქტისათვის წარმოადგენს მოცემულ პუნქტში ბუნებრივი გაზის გაზომილ ოდენობას.

3. მისაკუთვნებელი ოდენობა (NMQi), რომელიც საანგარიშო დღის განმავლობაში აღირიცხება მიღების ან მიწოდების i‑ურ პუნქტში, შეიძლება იყოს აღნიშნულ პუნქტში სისტემის ყველა მოსარგებლის დადასტურებულ ნომინაციათა ჯამური ოდენობისგან განსხვავებული.

4. თუ საანგარიშო დღისთვის დადასტურებულ ნომინაციათა ჯამური ოდენობა ( ) მიღების ან მიწოდების i-ურ პუნქტში ნულის ტოლია, ხოლო მისაკუთვნებელი ოდენობა (NMQi) განსხვავდება ნულისგან, მაშინ აღრიცხული  გაზის ოდენობა თითოეულ სისტემით მოსარგებლეს მიეკუთვნება გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებით განსაზღვრული მიღების ან გაცემის მაქსიმალური დღიური ოდენობის პროპორციულად.

5. თუ საანგარიშო დღის განმავლობაში მიღების პუნქტში ბუნებრივი გაზის მიღება ხდება ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ, დაბალანსების ან საოპერაციო გაზის კომპენსაციის მიზნით, მისაკუთვნებელი ოდენობის (NMQi) განსასაზღვრად მოცემულ მიღების პუნქტში საანგარიშო დღის განმავლობაში გაზომილი ბუნებრივი გაზის ოდენობას უნდა გამოაკლდეს ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ზემოაღნიშნული მიზნით მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა.

6. თუ ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და დაკავშირებული სისტემის ოპერატორს შორის გაფორმებულია დაკავშირების ხელშეკრულება ამ წესების II თავის შესაბამისად, აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით მიღებული ან გაცემული ბუნებრივი გაზის ოდენობის მიკუთვნება, ამ მუხლით განსაზღვრული პირობის ნაცვლად, ხდება დაკავშირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისა