1. თითოეული მიწოდების პუნქტისათვის ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გამოაქვეყნოს ამ წერტილის მიმართ დადგენილი ბუნებრივი გაზის გაცემის პირობები, რომელიც სულ მცირე უნდა მოიცავდეს:
ა) ბუნებრივი გაზის ხარისხობრივ მახასიათებლებს;
ბ) ბუნებრივი გაზის გაცემის მაქსიმალურ და მინიმალურ წნევას;
გ) მიწოდების პუნქტში ბუნებრივი გაზის ნაკადის მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობას, ისევე როგორც აღნიშნულ პუნქტში ნაკადის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას;
დ) მიწოდების პუნქტიდან ბუნებრივი გაზის გაცემის წესსა და პირობებს, რომელიც გამომდინარეობს კონკრეტულ წერტილთან დაკავშირებით გაფორმებული დაკავშირების ხელშეკრულებიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა რათა დაადასტუროს, რომ ბუნებრივი გაზის გაცემის პირობები დაცული