1. სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია მიღების პუნქტში მიიღოს ბუნებრივი გაზი მის მიერ გაფორმებული გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულებისა და ამ წესების მოთხოვნების დაცვით, თუ კონკრეტულ დღეს აქვს დადასტურებული ნომინაცია ამ მიღების პუნქტისთვის.
2. თუ დღის განმავლობაში რამდენიმე სისტემით მოსარგებლემ მიიღო ბუნებრივი გაზი ერთსა და იმავე მიღების პუნქტში, იგულისხმება, რომ:
ა) აღნიშნულ პუნქტში მიღებულ ბუნებრივ გაზს ჰქონდა ერთი და იგივე მახასიათებლები ყველა სისტემით მოსარგებლისათვის;
ბ) თითოეულმა სისტემით მოსარგებლემ აღნიშნულ პუნქტში ბუნებრივი გაზი მიიღო მოცემული დღისთვის დადასტურებული ნომინაციის პროპორციულად, თუ ამ სისტემით მოსარგებლეებს შორის გაფორმებული შეთანხმებით ან დაკავშირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ