1. შესაბამისი სისტემით მოსარგებლის მიერ ამ მუხლის შესაბამისად მიმართვის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია მოახდინოს დადასტურებული ნომინაციის კორექტირება, თუ:
ა) ფორსმაჟორული გარემოებების მოქმედების გამო სისტემით მოსარგებლეს საანგარიშო დღის განმავლობაში არ შეუძლია მიიღოს ან მიაწოდოს ბუნებრივი გაზი შესაბამისი მიღების ან მიწოდების პუნქტის მეშვეობით;
ბ) საანგარიშო დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლემ უარი განაცხადა არასტანდარტული ბუნებრივი გაზის მიღებაზე ამ წესების 33-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად;
გ) საანგარიშო დღის განმავლობაში ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეტჩერიზაციის მიზეზით თბოელექტროსადგურმა მოიხმარა ამ დღისთვის ნომინირებულისგან განსხვავებული ოდენობის ბუნებრივი გაზი და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნის შესახებ არ იყო მისთვის ცნობილი ამ დღისათვის ამ წესების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი დღიური რენომინაციის ვადის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი სისტემით მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დადასტურებული ნომინაციის კორექტირება ტრანსპორტირების ლიცენზიატისთვის „დღიური დადასტურებული ნომინაციის კორექტირების“ სტანდარტული ფორმის გაგზავნით. „დღიური დადასტურებული ნომინაციის კორექტირების“ სტანდარტული ფორმა გამოქვეყნებული უნდა იყოს ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას, „დღიური დადასტურებული ნომინაციის კორექტირების“ სტანდარტული ფორმა ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა გაეგზავნოს საანგარიშო დღის შემდგომი დღის 22:00 საათამდე.
4. სისტემით მოსარგებლემ უნდა დაასაბუთოს იმ მოვლენების არსებობა, რომლებმაც გამოიწვია დადასტურებული ნომინაციის შეცვლის საჭიროება და უნდა მიუთითოს მათ აღმოსაფხვრელად აუცილებელი სავარაუდო დრო.
5. ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სწრაფად აცნობოს შესაბამის სისტემით მოსარგებლეს კონკრეტული დღისთვის დადასტურებული ნომინაციის კორექტირებაზე მისი განაცხადის დადასტურების ან უარყოფის თაობაზე. კორექტირების მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შესაბამის სისტემით მოსარგებლეს შეტყობინება უნდა გაუგზავნოს „დადასტურებული ნომინაციის აქტის“ სტანდარტული ფორმის შესაბამისად, ხოლო უარყოფის შემთხვევაში - „ნომინაციის უარყოფის აქტის“ სტანდარტული ფორმის შესაბამისად.
6. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უარყოფს დადასტურებული ნომინაციის კორექტირების თაობაზე განაცხადს, თუკი ადგილი აქვს ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ გარემოებათაგან ერთ-ერთს, ან თუ სისტემით მოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ცვლილების საჭიროება არასათანადოდაა დასაბუთებული.
7. დადასტურებული ნომინაციის კორექტირების თაობაზე განაცხადის დადასტურების შემთხვევაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა შესაბამისად უნდა შეცვალოს ამ დღისთვის დადასტურებული ნომინაცი