1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ყოველდღიურად, ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე, ბაზრის ოპერატორს წარუდგენს ნომინაციების სრულ ჩამონათვალს, მომდევნო დღის თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის და შესაბამისი ტრანზაქციების გათვალისწინებით. ნომინაციების ჩამონათვალის წარდგენა ხდება ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემის ან, გამონაკლის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ამ წესების შესაბამისად.
2. შიდაზონალური ნომინაციისას დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის (ჯგუფების) მიხედვით, უნდა წარადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ნომინაციის წარმდგენი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის (ჯგუფების) შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი;
ბ) ნომინირებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის (ტრანზაქციის მეორე მხარის) პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის (ჯგუფების) შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) სატენდერო ზონა, რომელშიც ხორციელდება ტრანზაქცია;
დ) მისაწოდებელი/მისაღები სიმძლავრის (ელექტროენერგიის) მოცულობა;
ე) ელექტროენერგიის გაცვლის მიმართულება (მიღება ან/და გაცემა).
3. ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გაცხადებული განაწილების შემთხვევაში ნომინაციისას დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის წარადგენს ინფორმაციას განაწილებული ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გამოყენების უფლებასთან დაკავშირები