1. გადამცემი სისტემის ოპერატორი სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადის შესაბამისობას ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი დაადგენს, რომ კანდიდატის მიერ წარდგენილი განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, განაცხადი ითვლება მიღებულად და გადამცემი სისტემის ოპერატორი იწყებს კანდიდატის კვალიფიკაციის შემოწმებას ამ წესების მე-13 მუხლის შესაბამისად.

3. თუ კანდიდატი გადამცემი სისტემის ოპერატორს სრულყოფილად არ წარუდგენს ამ წესების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი კანდიდატს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი. დამატებითი დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში კანდიდატი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, იმავე პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე, განაცხადი რჩება განუხილველი, რაც კანდიდატს არ ართმევს უფლებას, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს ხელახალი სარეგისტრაციო განაცხადით, ამ წესების მე-11 მუხლით დადგენილი წესი