1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიზანია, თავიდან აიცილოს უბალანსობა.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი მოქმედებს ამ წესებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორთან გაფორმებული დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, რომლის სტანდარტული ფორმაც მტკიცდება კომისიის მიერ.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს არ დაეკისრება უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი გამოიყენებს ქსელის წესებით განსაზღვრულ ავარიული მდგომარეობის შემამსუბუქებელ ღონისძიებას და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მოსთხოვს მის მიერ წარდგენილი ნომინაციიდან გადახვევას.

4. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ფინანსურად პასუხისმგებელია მის მიერ გამოწვეულ უბალანსობაზე.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ქსელის წესების შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორს აცნობოს ელექტროენერგიის არაგეგმური გათიშვისა და დროის იმ მონაკვეთის შესახებ, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელი იქნება ამგვარი გათიშვის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.

6. თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ შესაძლებელია იყოს ერთი ან მეტი დაბალანსების ჯგუფი.

7. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილე, რომლის სიმძლავრე აღემატება 15 მეგავატს, ვალდებულია ცალკე შექმნას დაბალანსების ჯგუფი.

8. დღით ადრე ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, დადგენილი წესის შესაბამისად წარადგინოს ნომინაცია, რომელიც გამომდინარეობს დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიის ვაჭრობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. დღით ადრე ბაზრის ოპერატორის მიერ წარდგენილი ნომინაციის ფორმატი განისაზღვრება ბაზრის ოპერატორთან ურთიერთშეთანხმებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დაბალანსების ჯგუფებისთვის უბალანსობის გამოთვლ