1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულებას იღებს დაბალანსების ჯგუფის იმ აღრიცხვის წერტილზე, რომელიც მის პასუხისმგებლობას მიეკუთვნება ქსელის წესებით განსაზღვრული წესის მიხედვით.
2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს მისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის ან/და ჯგუფთან დაკავშირებული აღრიცხვის წერტილის ცვლილება, დამატება ან გაუქმება, ქსელის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა განიხილოს 5 სამუშაო დღის ვადაში და განახორციელოს შესაბამისი ცვლილება, თუ ასეთი მოთხოვნა აკმაყოფილებს ამ წესისა და ქსელის წესებით დადგენილ პირობებს, ან დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს აცნობოს დასაბუთებული უარი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის წერტილის ცვლილება ხორციელდება იმგვარად, რომ იგი უნდა მიეკუთვნოს სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფს, დაბალანსების ჯგუფის შესაბამისი აღრიცხვის წერტილის ცვლილებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობა, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფისთვისაც ხორციელდება მისი მიკუთვნება.
5. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების, დამატების ან გაუქმების შემთხვევაში, ბაზრის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს შესაბამის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და დღით ადრე ბაზრის ოპერატორ