1. ბაზრის ოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს:

ა) ბაზრის ოპერირებას;

ბ) ბაზრის პროდუქტების განსაზღვრას;

გ) უბალანსობის საფასურის გაანგარიშებას;

დ) ბაზრის პროდუქტებისა და უბალანსობის საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრას ამ წესების შესაბამისად;

ე) უბალანსობისთვის და ბაზარზე ფინანსური ანგარიშსწორებისთვის გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბებას;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირებისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრების მართვას.

2. ბაზრის ოპერატორი, ამ წესების IX თავით დადგენილი პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს უბალანსობის ფასის გაანგარიშებას.

3. ბაზრის ოპერატორი, ამ წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, აფასებს და ადასტურებს მიღებულ ნომინაციებ