1. ბირჟის ოპერატორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოსთხოვოს მონაწილეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მისი გადახდისუნარიანობის შესაფასებლად. მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ორი დღისა, მიაწოდოს ბირჟის ოპერატორს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბირჟის ოპერატორს, თუ:
ა) მონაწილის (ან მისი თანამშრომლის, ან/და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) წინააღმდეგ დაწყებულია სამართალწარმოება (ადმინისტრაციული, სისხლის ან სამოქალაქო), რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონაწილის გადახდისუნარიანობაზე;
ბ) არსებობს სხვა გარემოება, რის გამოც, მონაწილე კეთილსინდისიერად მიიჩნევს, რომ უარესდება მისი გადახდისუნარიანობა.