1. გადამცემი სისტემის ოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს:
ა) ბაზარზე საბალანსო პროდუქტების საპროგნოზო მოცულობის განსაზღვრას;
ბ) თვითდისპეტჩირების პრინციპის გათვალისწინებით, ბაზრის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებას;
გ) ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზებას, რაც, მათ შორის, მოიცავს ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის ავარიული დახმარების მიწოდების მართვას;
დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეგისტრაციას, აგრეთვე შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდების მინიჭებას;
ე) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე, შესაბამისი უბალანსობის მოცულობის გაანგარიშებას;
ვ) ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემის მართვასა და განვითარებას, აგრეთვე, აღრიცხვის მონაცემების ხელმისაწვდომობას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დამხმარე მომსახურების შესყიდვასა და სასისტემო მომსახურების გაწევას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის ორგანიზების მიზნით, გადამცემი სისტემის ოპერატორი, კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ქსელის წესებით განსაზღვრული პირობებით, უზრუნველყოფს ელექტროენერგეტიკული სისტემის საოპერაციო რეჟიმის პროგნოზირებასა და მოსალოდნელი რეჟიმის დადგენა