1. ამ წესებით გათვალისწინებული გარანტიის სახეებია:

ა) საბაზისო გარანტია;

ბ) განსაკუთრებული გარანტია.

2. მონაწილეს გარანტიის წარდგენა შეუძლია:

ა) დეპოზიტის ფორმით;

ბ) საბანკო გარანტიის ფორმით.

3. მონაწილის მიერ წარდგენილი დეპოზიტი შესაძლოა გამოიხატოს როგორც ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, ისე – კომერციულ ბანკში ამ მონაწილის ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, რომლის განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ ბირჟის ოპერატორის თანხმობით ან მისი ინიციატივით, ამ წესებით დადგენილი პირობებით.

4. მონაწილის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და მისი მიმღები (ბენეფიციარი) უნდა იყოს ბირჟის ოპერატორი. საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი, რათა მონაწილის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს საბანკო გარანტიაში განსაზღვრული თანხის გადახდა ბირჟის ოპერატორის მოთხოვნისთანავე.

5. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, საბანკო გარანტიის მიმართ განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტიის ლიკვიდურობას.

6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია უარი თქვას საბანკო გარანტიის მიღებაზე, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ.

7. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ არ ჩაანაცვლა საბანკო გარანტია სხვა საბანკო გარანტიით ან/და დეპოზიტით,  საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე, მიიჩნევა, რომ მას არ აქვს წარდგენილი გარანტია.

8. მონაწილის მიერ წარდგენილი გარანტიის გამოყენება დასაშვებია მის მიერ ბირჟაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

9. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ დაუშვას მონაწილეების მიერ ელექტროენერგიის ყიდვის შესახებ განაცხადის გაკეთება იმაზე მეტ რაოდენობაზე, ვიდრე წარდგენილია გარანტია. ასეთი ტექნიკური შეზღუდვის დანერგვის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორმა არანაკლებ ორი დღით ადრე უნდა აცნობოს კომისიას, აგრეთვე, მონაწილეებს როგორც საკლირინგო წარმომადგენლებთან შეტყობინების გაგზავნით, ისე -  ვებგვერდზე განთავსები