1. ბირჟას შეუძლია დამოუკიდებლად დაადგინოს:
ა) ანარიცხები საკომისიოდან, რომლებიც მიღებულია ბირჟის ბროკერის მიერ ბირჟაზე ჩატარებული საშუამავლო ოპერაციის ასანაზღაურებლად;
ბ) ტარიფები და სხვა შენატანები, რომლებიც ამოიღება ბირჟის სასარგებლოდ მისი წევრებიდან და საბირჟო ვაჭრობის სხვა მონაწილეებისაგან, ბირჟისა და მისი ქვედანაყოფების მიერ გაწეული მომსახურებისათვის;
გ) ჯარიმები, რომლებიც ამოიღება ბირჟის წესდების, საბირჟო ვაჭრობის წესებისა და ბირჟის შიდა დოკუმენტებით დადგენილი სხვა წესების დარღვევისათვის.
2. ბირჟას ეკრძალება დაადგინოს:
ა) საბირჟო ვაჭრობაზე საბირჟო საქონლის ფასების ზღვარი და დონე;
ბ) ანაზღაურების ოდენობა, რომელიც ამოიღება საბირჟო შუამავლების სასარგებლოდ საბირჟო გარიგებებში გაწეული შუამავლობისათვი