1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს ბირჟაზე ვაჭრობა, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია ვაჭრობის ამ წესების შესაბამისად ორგანიზება.

2. ბირჟის ოპერატორმა ვაჭრობის შეჩერებისა და განახლების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მონაწილეებს როგორც საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით, ისე – სავაჭრო წარმომადგენლებთან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით.

3. ვაჭრობა უნდა განახლდეს, როგორც კი აღმოიფხვრება მისი შეჩერების მიზეზი. ვაჭრობის განახლების შესახებ მონაწილეებს უნდა ეცნობოთ არანაკლებ ხუთი წუთით ადრე.

4. ვაჭრობის შეჩერებისას, ბირჟის ოპერატორმა რეგულარული ინტერვალებით, ყოველ საათში სულ მცირე ერთხელ, უნდა აცნობოს მონაწილეებს პრობლემის გადაჭრის მიმდინარეობის შესახებ სავაჭრო წარმომადგენლებთან გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინებით.

5. დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, პლატფორმაზე  განთავსებული ყველა განაცხადის მოქმედება შეჩერდება. ვაჭრობის განახლებისთანავე მონაწილეებმა თავად უნდა გააქტიურონ შეჩერებამდე განთავსებული განაცხადები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განაცხადები ვაჭრობაში არ მიიღებს მონაწილეობა