1. ბირჟაზე ან მის შესაბამის სეგმენტზე მონაწილეობა შეიძლება შეწყდეს, თუ:

ა) მონაწილე საკუთარი ინიციატივით ამბობს უარს ბირჟაზე მონაწილეობაზე;

ბ) აღარ არსებობს მონაწილედ რეგისტრაციის ამ წესებით გათვალისწინებული საფუძველი;

გ) მონაწილე სისტემატურად (კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ), უხეშად არღვევს ამ წესებს დაბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ამ მონაწილეს უნდა შეუწყდეს ბირჟაზე ვაჭრობის უფლება;

დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ.

2. ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტა არ წარმოადგენს შესაბამის სეგმენტზე მონაწილის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველს.

3. ბირჟაზე მონაწილეობა წყდება ბირჟის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეტყობის მომდევნო დღიდან.

4. თუ ბირჟაზე მონაწილეობის უფლება შეუწყდა იმ მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობა