1. დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებს შეუძლიათ ელექტროენერგიით ვაჭრობა მომდევნო კალენდარული დღის თითოეული საათისათვის. ამ მიზნით, დღით ადრე ბაზრის აუქციონი ტარდება ყოველ კალენდარულ დღეს, მომდევნო ფიზიკური მიწოდების დღისათვის.

2. დღით ადრე ბაზარზე კმაყოფილდება ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ ის განაცხადები, რომლებშიც მითითებული ფასი ნაკლებია ან უდრის საბაზრო ფასს და ყიდვის შესახებ ის განაცხადები, რომლებშიც მითითებული ფასი მეტია ან უდრის საბაზრო ფასს.

3. დღით ადრე ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადები ავტომატურად ექვემდებარება ფინანსურ ანგარიშსწორებას, საბაზრო ფასი