1. ბირჟაზე მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვებას ახორციელებს ბირჟის ოპერატორი.

2. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, მონაწილისგან გამოითხოვოს ბირჟაზე განთავსებული განაცხადის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად.

3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მონაწილეთა მიერ კონკურენციის შეზღუდვას, მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს კომისიას, მონიტორინგის წესის შესაბამისა