1. თუ ბირჟის ოპერატორი ვარაუდობს, რომ მონაწილე არღვევს ამ წესებს, მან, ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე, უნდა აცნობოს ამ მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელს.

2. მონაწილის მიერ ამ წესების დარღვევისას, ბირჟის ოპერატორი უგზავნის მას გაფრთხილებას, რომლითაც განუმარტავს დარღვევის არსს, განუსაზღვრავს გამოსწორების გონივრულ ვადას და აცნობებს გამოუსწორებლობის შედეგების თაობაზე. მონაწილემ მითითებულ ვადაში უნდა შეასრულოს გაფრთხილებაში მითითებული მოთხოვნები და ამის თაობაზე აცნობოს ბირჟის ოპერატორს.

3. თუ მონაწილე არ შეასრულებს ბირჟის ოპერატორის გაფრთხილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მას ბირჟაზე მონაწილეობა შეუჩერდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორისგან მიიღებს შეტყობინებას.

4. ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერებისას, თუ მონაწილე გამოასწორებს შესაბამის დარღვევას, ვაჭრობის უფლება განახლდება დარღვევის გამოსწორების შესახებ ბირჟის ოპერატორის ინფორმირებიდან ორი დღის ვადაში.

5. მონაწილის მიერ ამ წესების უხეში დარღვევისათვის, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად, შეაჩეროს ბირჟაზე მისი მონაწილეობა. ამ წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს:

ა) ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა;

ბ) ბირჟის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა;

გ) ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.

6. მონაწილეს ბირჟაზე მონაწილეობა შეიძლება შეუჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

7. თუ ბირჟაზე მონაწილეობა შეუჩერდა მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობა