1. ბირჟის ოპერატორი კომისიასთან შეთანხმებით აწესებს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკურ ზღვრებს, რომლებიც არ უნდა ართმევდეს მონაწილეს საშუალებას, განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი და ოდენობა.
2. ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკური ზღვრების შეცვლის შესახებ მონაწილეებისთვის ცნობილი უნდა იყოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, ზღვრების ცვლილებამდე განთავსებული განაცხადები, რომლებიც შეეხება ცვლილების შემდგომ პერიოდს , გაუქმდება და ვაჭრობისთვის მონაწილემ ხელახლა უნდა განათავსოს განაცხადი.
3. ბირჟის ოპერატორი განსაზღვრავს რიცხვის ფორმატს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ფასისა და რაოდენობის შეთავაზებ