1. რეგისტრაციის შესახებ განცხადება, საჩივარი ან ნებისმიერი სხვა მოთხოვნა (გარდა განაცხადისა), რომელიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ბირჟის ოპერატორს უნდა წარედგინოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით:

ა)  მატერიალური დოკუმენტის სახით;

ბ) ელექტრონული დოკუმენტის სახით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით უგზავნის ნებისმიერ მოთხოვნას, თანხმობას, უარს, გაფრთხილებას, ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ცნობას, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მონაწილისთვის ასეთი წერილის გაგზავნასთან ერთად, ელექტრონული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ასევე მის სავაჭრო წარმომადგენელს, თუ მონაწილის განცხადებით სხვაგვარად არ არის მოთხოვნილი.

3. მონაწილე უფლებამოსილია ბირჟის ოპერატორს მოსთხოვოს განმარტება ელექტრონული ფოსტით, ხელმოწერის გარეშე.

4. მონაწილის მოთხოვნაზე პასუხი ბირჟის ოპერატორმა უნდა გააგზავნოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. ბირჟის ოპერატორის ელექტრონული ფოსტის მისამართი განთავსებული უნდა იყოს მის ვებგვერდზე.

6. მონაწილე უფლებამოსილია ვაჭრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველ კალენდარულ დღეს, 24 საათის განმავლობაში.

7. მონაწილე თავად უზრუნველყოფს ბირჟის ოპერატორთან ინფორმაციის გაცვლისთვის საჭირო საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობის მზადყოფნას, მათ შორის, შესაბამის სატელეფონო და ინტერნეტ კავშირ