1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას მონაწილის კომერციული საიდუმლოება, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მონაწილის კონკურენტუნარიანობას.

2. კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს ბირჟაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა მონაწილის იდენტიფიცირების საშუალებას.

3. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე, კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.

თავი III. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის საერთო წესე