ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში. სხვა ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუქციონი – დღით ადრე ბაზრის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მონაწილეების მიერ განაცხადების განთავსებისა და ამ წესებით განსაზღვრულ პერიოდში მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის გაანგარიშებისათვის;
ბ) ბირჟა – დღით ადრე და დღიური ბაზრები;
გ) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟის ოპერირებას;
დ) განაცხადი – მონაწილის მიერ პლატფორმაზე განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, კონკრეტულ საათში/საათებში;
ე) გარანტია – ბირჟაზე მონაწილის მიერ აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება;
ვ) ვაჭრობის დღე – კალენდარული დღე, როცა ხდება ბირჟაზე ვაჭრობა;
ზ) მონაწილე – ბირჟის მონაწილედ რეგისტრირებული პირი;
თ) მონიტორინგის წესი – კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი;
ი) ნავაჭრი ელექტროენერგია – ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგია;
კ) პლატფორმა – ელექტროენერგიით დღით ადრე/დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმა, სადაც მონაწილეს აქვს განაცხადების განთავსებისა და ელექტროენერგიის გაყიდვის/ყიდვის შესაძლებლობა და რომელიც გამოიყენება ფინანსური ანგარიშსწორებისათვის;
ლ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
მ) პორტფელი – მონაწილის ერთი ან რამდენიმე აქტივის გაერთიანება, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირდება ამ მონაწილის ანგარიშის ქვეშ და რომლის მიხედვითაც ის ბირჟაზე განათავსებს ერთიან განაცხადს. ერთი პორტფელის ტრანზაქციები სრულად მიეკუთვნება ერთ დაბალანსების ჯგუფს;
ნ) სავაჭრო წარმომადგენელი – ბირჟაზე მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მონაწილის სახელით განაცხადების განთავსებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე;
ო) საკლირინგო წარმომადგენელი – მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია პლატფორმაზე მონაწილისთვის გამოწერილი ინვოისების გაცნობასა და ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე;
პ) ტრანზაქცია – ბირჟაზე განთავსებული განაცხადი, რომელიც დაკმაყოფილდა;
ჟ) ფიზიკური მიწოდების დღე – კალენდარული დღის 00:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე პერიოდი, როცა ხდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიღება და გაცემ