1. ამ წესების მიზნებია:

ა) ელექტროენერგიის კონკურენტული ბაზრის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა, მათ შორის, ბაზარზე ახალი კონკურენტების შესვლის ხელშეწყობით;

ბ) ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა, საათობრივი ვაჭრობის დანერგვით, რაც იძლევა მოთხოვნის მართვის შესაძლებლობას;

გ) მონაწილეებთან ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ეფექტიანი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბება.

2. ეს წესები ვრცელდება ელექტროენერგიით დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობაზე, რა დროსაც, გარიგების ერთი მხარეა მიმწოდებელი, მსხვილი მომხმარებელი, სისტემის ოპერატორი, მწარმოებელი ან ტრეიდერი, ხოლო მეორე - ბირჟის ოპერატორ