1. მონაწილეები ელექტროენერგიით ვაჭრობენ პლატფორმაზე, სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რომელიც დადგენისთანავე ცნობილია მონაწილეებისათვის და ხელმისაწვდომია სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

2. მონაწილეები ვალდებულნი არიან დაიცვან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრების მთლიანობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, კონკურენციის პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, მათ შორის, მონიტორინგის წესით. ამ მიზნით, ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორინგის წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებ