1. სავაჭრო წარმომადგენელს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდა ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში.

2. სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია სისტემატურად უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ორგანიზება. გამოცდა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, თვეში ერთხელ და მისი ჩატარების ზუსტი თარიღი უნდა გამოქვეყნდეს ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარ, არანაკლებ ერთი კვირით ადრ