1. ბირჟაზე განსათავსებელი განაცხადის სტანდარტული ფორმა ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.
2. განაცხადის ფორმა მონაწილეს უნდა აძლევდეს ყველა იმ მონაცემის ასახვის შესაძლებლობას, რაც ვაჭრობისთვისაა საჭირო.
3. განაცხადი ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ პლატფორმაზე აღინიშნება უარყოფითი ნიშნით, ხოლო ყიდვის შესახებ - დადებითი ნიშნით.
4. მონაწილემ სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ მიიღება, რაც აისახება პლატფორმაზე, მიზეზის მითითებით.
5. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, თუ მონაწილეს განაცხადის განთავსებისას აქვს ტექნიკური ხარვეზი, მან უნდა მიმართოს ბირჟის ოპერატორს, რომელიც ვალდებულია, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს განაცხადის ფორმა შესავსებად, ელექტრონული ფოსტითვე მიიღოს მისგან განაცხადი და მექანიკურად განათავსოს პლატფორმაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ მიიღოს მონაწილის მიერ ელექტრონული ფოსტით განთავსებული განაცხადი შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ, ელექტრონული ფოსტით მიღებული განაცხადების სიმრავლის გამო, შეუძლებელია პლატფორმაზე მათი მექანიკურად განთავსება;
ბ) თუ მონაწილის მიერ განაცხადების ელექტრონული ფოსტით განთავსება ხდება სისტემატურად – კვირაში სამჯერ ან მეტჯერ.
7. ბირჟის ოპერატორი ვებგვერდზე აქვეყნებს განაცხადის შეუფერხებელი განთავსებისათვის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებ