1. ბირჟის ოპერატორი ხუთი წლის ვადით ინახავს ვაჭრობის შედეგების შესახებ მონაცემებს, რაც მოიცავს თითოეული მონაწილის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობასა და ფასს, ასევე, ინფორმაციას ბირჟაზე განთავსებული განაცხადების შესახებ.

2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით შეინახოს მონაცემები მონაწილეების მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის შესახებ, ასევე, განაცხადების შესახებ, მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითების გარეშე.

3. ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება საათობრივი მონაცემები როგორც დღით ადრე ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის, ისე - დღიურ ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და საშუალო შეწონილი ფასის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

4. მონაწილეთა მიერ განთავსებული განაცხადები ანონიმურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბირჟის ოპერატორის, კომისიისა და მისი განმთავსებელი მონაწილისათვის. მონაწილისთვის მის მიერ განთავსებული განაცხადების შესახებ მონაცემები ხელმისაწვდომია პლატფორმაზე განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაშ