1. მონაწილესა და ბირჟის ოპერატორს შორის დავის არსებობისას, მხარეები უნდა შეეცადონ მის გადაწყვეტას მორიგების გზით.

2. თუ მონაწილე მიიჩნევს, რომ ბირჟაზე ვაჭრობისას ირღვევა მისი უფლებები, ის უფლებამოსილია მიმართოს ბირჟის ოპერატორს, რომელიც ვალდებულია 10 დღის ვადაში დაუბრუნოს დასაბუთებული პასუხი. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად იცვლება ბირჟაზე ვაჭრობის შედეგები, ამის შესახებ ეცნობება იმ მონაწილეებს,  რომელთა სავაჭრო შედეგებზეც გავლენა აქვს  ამ ცვლილებას.

3. ბირჟის ოპერატორისათვის მოთხოვნის წარდგენა მონაწილეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც სადავო ტრანზაქციიდან გამომდინარეობს. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად შემცირდა მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, ზედმეტად გადახდილი თანხა, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან ორი დღის ვადაში, უნდა გადაირიცხოს მონაწილის საბანკო ანგარიშზე ან აისახოს მის საკლირინგო ანგარიშზე კრედიტის სახით, მონაწილის მითითების შესაბამისად.

4. მონაწილეს უფლება აქვს, ბირჟის ოპერატორთან არსებული დავის განხილვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს კომისიას ან სასამართლო