1. მონაწილეს დღით ადრე ბაზარზე შეუძლია სტანდარტული საათობრივი განაცხადების განთავსება. სტანდარტული საათობრივი განაცხადი გულისხმობს, რომ მონაწილე თანახმაა მასში მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობის როგორც სრულ, ასევე ნაწილობრივ ყიდვაზე/გაყიდვაზე.მონაწილე ბირჟაზე ვაჭრობისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სავაჭრო წარმომადგენლის მიერ.

2. მონაწილის მიერ ყოველი საათისათვის განთავსებული განაცხადი ინდივიდუალურია და დამოუკიდებელია მისი სხვა განაცხადებისგან.

3. მონაწილეებს დღით ადრე ბაზარზე განაცხადის განთავსების შესაძლებლობა აქვთ აუქციონის დახურვამდე ორი კვირის განმავლობაში,4. დღით ადრე ბაზრის აუქციონი იხურება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარული დღის 12:00 საათზე.

5. მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონის დახურვამდე შეცვალოს განთავსებული საათობრივი განაცხადი. აუქციონში მონაწილეობს ყველაზე ბოლოს განთავსებული განაცხადი.

6. მონაწილე თავადაა პასუხისმგებელი იმის გადამოწმებაზე, რომ განთავსებული განაცხადი გამოხატავს მის ნამდვილ ნებას.

7. აუქციონის დახურვის შემდეგ მონაწილის განაცხადი აღარ მიიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით არ იყო იგი დროულად განთავსებულ