1. ბირჟის ოპერატორმა დღით ადრე ვაჭრობის შედეგები (ნომინაციები) უნდა გაუგზავნოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, არაუგვიანეს ვაჭრობის დღის 15:00 საათისა, "ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად.
2. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება გაიგზავნოს ამ ვადის დაუცველად, მაგრამ არაუგვიანეს შედეგების გაანგარიშებიდან ერთი საათის