1. ყოველი წლის პირველ მაისამდე ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს მომდევნო წლის საბალანსო გაზის წლიური გეგმა.
2. საბალანსო გაზის წლიურმა გეგმამ უნდა მოიცვას სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
ა) მომხმარებელთა კატეგორიების მიხედვით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის პროგნოზი;
ბ) დაბალანსების მიზნით საჭირო ბუნებრივი გაზის საპროგნოზო ოდენობა წლის, თვის და დღის ჭრილში;
გ) დაბალანსების მიზნით თითოეულ მიღების პუნქტში ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ მისაღები ბუნებრივი გაზის ოდენობა;
დ) საბალანსო გაზის შესყიდვის ხელშეკრულების (საბალანსო ხელშეკრულება) გაფორმების პროცედურა, აღნიშნული ხელშეკრულების სავარაუდო ხანგრძლივობა და მისაღები გაზის მაქსიმალური დღიური ოდენობ