1. ყოველი საანგარიშსწორებო თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია გაიანგარიშოს თითოეული სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის მიერ გადასახდელი ან მისაღები უბალანსობის საფასური, რომელიც წარმოადგენს ამ სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის წინა თვის თითოეული დღისთვის ამ წესების 47-ე მუხლის შესაბამისად გამოთვლილი უბალანსობის საფასურების ჯამს.
2. ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეს ან დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელ მხარეს შორის უბალანსობის საფასურის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს გაზის ტრანსპორტირების ხელშეკრულების შესაბამისად, ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ სისტემით მოსარგებლისათვის ან დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელი მხარისათვის მიწოდებული ინვოისის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ინვოისში საანგარიშსწორებო თვის ყოველი დღისათვის მოცემული უნდა იყოს სულ მცირე:
ა) დადასტურებული ნომინაციები მიწოდებისა და მიღების პუნქტებში, ცალ-ცალკე და ჯამურად;
ბ) სისტემით მოსარგებლის საბოლოო დღიური უბალანსობა;
გ) დღიური უბალანსობის ფასი;
დ) დადებითი და უარყოფითი დღიური უბალანსობის საფასური.
4. დაბალანსების ჯგუფის შემთხვევაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა დაბალანსების ჯგუფის პასუხისმგებელი მხარეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია უნდა მიაწოდოს როგორც მთლიანად ჯგუფისათვის, ისე შესაბამისი ჯგუფის წევრი ყველა სისტემით მოსარგებლისთვი