1. სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი საანგარიშო დღეს აჭარბებს უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვარს, თუ ამ დღეს სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის საბოლოო დღიური უბალანსობის აბსოლუტური მნიშვნელობა აღემატება ამავე სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის წევრთა მიერ ჯამურად დადასტურებულ ნომინაციათა ოდენობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მაჩვენებელს.
2. უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვარი შეადგენს 10%-ს.
3. თუ მიმდევრობით ორი ან მეტი დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი სცდება უბალანსობის დასაშვებ ზღვარს და ტრანსპორტირების ლიცენზიატი მიიჩნევს, რომ ეს გავლენას ახდენს ან შეიძლება მოახდინოს ტრანსპორტირების სისტემის საიმედო, უსაფრთხო და ეფექტიან მუშაობაზე, მას დამაბალანსებელი ქმედების გარდა, უფლება აქვს შეზღუდოს ან შეწყვიტოს ამ მოსარგებლისათვის ან დაბალანსების ჯგუფისთვის ბუნებრივი გაზის მიღება ან/და გაცემა. ტრანსპორტირების ლიცენზიატის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და იგი მომდევნო სამუშაო დღეს უნდა მიეწოდოს კომისიას.
4. თუ მიმდევრობით 5 (ხუთი) დღის განმავლობაში სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი სცდება უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვარს (განგრძობითი უბალანსობა), ამ წესების 47-ე მუხლით განსაზღვრული დღიური უბალანსობის საფასურის გაანგარიშებისას ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უბალანსობის დასაშვები ცდომილების ზღვრის წრფივად შემცირება უნდა დაიწყოს მე-6 დღიდან იმგვარად, რომ მე-10 დღეს იგი იყოს ნულის ტოლი. მე‑10 დღის შემდეგი ყოველი დღისათვის, როდესაც სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფი იქნება დასაშვები ზღვრების მიღმა, ეს ზღვარი მისთვის იქნება ნულის ტოლი, ვიდრე სისტემით მოსარგებლე ან დაბალანსების ჯგუფის უბალანსობა არ დაბრუნდება დასაშვები ზღვრის ფარგლებში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განგრძობითი უბალანსობასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება ჩერდება ფორსმაჟორის დროს, მისი მოქმედების პერიოდი