1. უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად.
2. დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები, დგინდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. ელექტროენერგიის ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთა მნიშვნელობას და მათ პასუხისმგებლობას უბალანსობაზე.
3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე შესაბამისი მოცულობის გაანგარიშებას უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორი.
4. თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
თავი XXXI. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 125. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების პასუხისმგებლობა უბალანსობაზე 1. უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად. 2. დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები, დგინდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. ელექტროენერგიის ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთა მნიშვნელობას და მათ პასუხისმგებლობას უბალანსობაზე. 3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე შესაბამისი მოცულობის გაანგარიშებას უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორი. 4. გადამცემთი სისტემის მიწთოდების პუნქტებლისთვის დაბალანსების თითოეული ჯგუფისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. გადამცემი სისტემის ოპერატორები რეესტრის მონაცემებს იყენებენ ამ მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრისა და შესაბამისი მოცულობის გაანგარიშების მიზნით . თავი XXXI. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება