1. 2020 წლის 1 იანვრამდე უბალანსობის საფასურის გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მუხლის მიხედვით.
2. სისტემით მოსარგებლეები და დაბალანსების ჯგუფები ვალდებულნი არიან გადაიხადონ უბალანსობის საფასური, მათი ყოველთვიური უარყოფითი უბალანსობის შესაბამისად, იმ დამაბალანსებელი ქმედებებისთვის, რომელსაც ტრანსპორტირების ლიცენზიატი განახორციელებს.
3. სისტემით მოსარგებლეების ან დაბალანსების ჯგუფების ყოველთვიური უბალანსობა განისაზღვრება როგორც მათი საბოლოო დღიური უბალანსობის ჯამი, თვის ყველა დღისთვის.
4. ყოველი თვის მე-15 სამუშაო დღემდე ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უნდა გაიანგარიშოს წინა თვის უბალანსობის საფასური, უარყოფითი უბალანსობის მქონე თითოეული სისტემით მოსარგებლისა და დაბალანსების ჯგუფისთვის, შემდეგნაირად:
სადაც:
MImCj:
M თვის, j სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის საფასური.
BAC:
M თვეში ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ განხორციელებული დაბალანსების ქმედებების ჯამური ხარჯი.
MNImj:
M თვის, j სისტემით მოსარგებლის ან დაბალანსების ჯგუფის ყოველთვიური უარყოფითი უბალანსობა.
m:
სისტემით მოსარგებლეების ან დაბალანსების ჯგუფების რაოდენობა, რომელთაც აქვთ უარყოფითი უბალანსობა M თვეში.
5. შესაბამისი თვისთვის, უბალანსობის საფასურის მიკუთვნება არ ხდება იმ სისტემით მოსარგებლეებსა და დაბალანსების ჯგუფებზე, რომელთაც აქვთ დადებითი თვიური უბალანსობა.
6. ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი უბალანსობის საფასური იქნება გამოყენებული სისტემით მოსარგებლეების ან დაბალანსების ჯგუფების დღიური უბალანსობის საფასურის ნაცვლად, 47-ე მუხლის მიზნებისთვი