1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ამ წესების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) თვის ვადაში უზრუნველყოს ყველა მიღებისა და მიწოდების პუნქტებისათვის (შესაბამისი მიერთების წერტილისათვის) უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდების ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად მინიჭება და ამ პუნქტების ჩამონათვალის კომისიაში წარმოდგენა.

2. ამ წესების ამოქმედებიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში ტრანსპორტირების ლიცენზიატმა უზრუნველყოს ყველა არსებული მიერთების წერტილის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, ამ წესების XIII და XIV თავების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების წერტილი არ არის ამ წესების XIII და XIV თავების მოთხოვნებთან შესაბამისობაში, ტრანსპორტირების ლიცენზიატმა ასევე შეაფასოს მისი ამავე თავებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის სავარაუდო ღირებულება. მოკვლევის შედეგები კომისიაში უნდა იქნეს წარმოდგენილი თითოეული მიერთების წერტილისათვის ცალ-ცალკე