1. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია საცალო მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე.

2. გამანაწილებელ ქსელში მიღებული და ქსელიდან გაცემული ბუნებრივი გაზი უნდა აღირიცხოს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების შესაბამისად დამონტაჟებული, დალუქული და დამოწმებული აღრიცხვის კვანძის მეშვეობით.

3. ბუნებრივი გაზის ოდენობის (სტ.მ³)გაზომვა უნდა განხორციელდეს სტანდარტულ პირობებისთვის. ამ მიზნებისთვის ტემპერატურის და წნევის სტანდარტული მნიშვნელობებია 20°C ტემპერატურა და 0.101325 მგპა წნევა.

4. ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა გულისხმობს ზუსტი მონაცემების განსაზღვრას, მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების, შესაბამისად.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღრიცხული და მიკუთვნებული გაზის შესახებ მონაცემები მიაწოდოს შესაბამის საცალო მომხმარებლებსა და ქსელით მოსარგებლეებს, ასევე დაკავშირებული სისტემის ოპერატორს, მოქმედი კანონმდებლობით და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით, შინაარსით, პერიოდულობით და დრო