1. საცალო მომხმარებელი ვალდებულია განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს ბუნებრივი გაზის მოხმარების მიერთების ტექნიკური პირობით დასაშვებზე მეტი მოცულობით გაზრდის შესახებ.
2. თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთებული საცალო მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას გაზრდის ტექნიკური პირობით გათვალისწინებულზე მეტად, იმგვარად, რომ მის მიერ მოთხოვნილი ან ფაქტობრივი მოხმარებით გაზრდილი მოხმარების მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭიროა მიერთების ტექნიკური პირობის ხელახალი გაცემა მის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაბამისად და ამ მომხმარებლის მიერ მიერთების ახალი ტექნიკური პირობების დაკმაყოფილება.
3. ბუნებრივი გაზის მოხმარების გაზრდა დასტურდება იმავე მეთოდის გამოყენებით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე საცალო მომხმარებლის მიერთების პირობების განსაზღვრა
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა
- მუხლი 83. ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და მისი მიკუთვნება
- მუხლი 15. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 1. ბუნებრივი გაზის ქსელის წესების მოქმედების სფერო და მიზანი
- მუხლი 81. საცალო მომხმარებლის შიდა ქსელი და მის კუთვნილ ტერიტორიაზე განთავსებულ აღრიცხვის კვანძთან დაშვება
- მუხლი 69. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურებების ერთიანი ადმინისტრირების ინტეგრირებული და კოორდინირებული უზრუნველყოფა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
- მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი
- მუხლი 21. საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 22. საცალო მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა
- მუხლი 23. ხელშეკრულების თავისუფლება და პირობების შეცვლა
- მუხლი 24. იძულება
- მუხლი 25. პირგასამტეხლო
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-20/