1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება.
2. საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება განაწილების ლიცენზიატისთვის წარმოადგენს განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელზე ტარიფების გაანგარიშებისას.
3. ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულების დარიცხვა დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა გარემოების გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება