1. თუ გეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება გამოიწვევს საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას, საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტისა და მისი ხანგრძლივობის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს 10 კალენდარული დღით ადრე მაინც (აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია საცალო მომხმარებლისთვის მიწოდებულ იქნეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით). მოცემული პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის გადავადება.
2. თუ მომხმარებელი 1 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელს მრიცხველთან, მათ უფლება აქვთ შეუწყვიტონ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება, რის შესახებაც მომხმარებელი გაფრთხილებული უნდა იქნეს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.
3. საცალო მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებლის მომსახურებაზე და მოითხოვოს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა, რის შესახებაც მან ერთი თვით ადრე მაინც უნდა აცნობოს აღნიშნული ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საცალო მომხმარებელს და შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ აცნობოს მომსახურების შეწყვეტის თაობაზე, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურების შეწყვეტის თარიღი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის შეტყობინების მიღებიდან 40 კალენდარულ დღეს (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის ერთთვიანი (30-დღიანი) ვადის გათვალისწინებით). ამ შემთხვევაში საცალო მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება.
4. ხელშეკრულების შეწყვეტის ამ წესებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების პერიოდში მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობა (მათ შორის საბოლოო ანგარიშსწორება) უნდა განხორციელდეს ურთიერთშეთანხმებული ფასითა და პირობებით.
5. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს საცალო მომხმარებელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან.
6. საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლისას მიმწოდებლის ან/და განაწილების ლიცენზიატის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს ამ წესებით განსაზღვრულ გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ საცალო მომხმარებლის ახალ მისამართზე (განაწილების ლიცენზიატს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ საცალო მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში).
7. განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული აუცილებელი და საჭიროების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდაც.
8. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილი საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისთვის განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს, მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.
9. თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის გაუარესებას, ან საცალო მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე მეტი, გარდა იმ გარემოებისა, როდესაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს, ასეთ შემთხვევაში, დამატებითი ვადა (გონივრული ვადა) არ უნდა იყოს სამ თვეზე მეტი. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს საცალო მომხმარებელსა და მიმწოდებელს. ამასთან, მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს განაწილების ლიცენზიატისგან დამატებითი ვადის შემცირება, თუ იგი აღემატება ამ პუნქტით განსაზღვრულ პერიოდს.
10. საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას მიმწოდებლის მითითებით ახორციელებს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატი, საცალო მომხმარებლის კუთვნილი გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მთავარი მონაცემები
- ვადა 1 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 31. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 30. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 15. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური
- მუხლი 32. დავის პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 84. ბუნებრივი გაზის მოხმარების მონაცემთა ბაზა
- მუხლი 43. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 13. დავის განხილვა
- მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
- მუხლი 19. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი
- მუხლი 20. საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობების გაზრდა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-15/