1. დაუშვებელია საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით). ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. საცალო მომხმარებლის მიერ, შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით, დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება ან/და სხვა არამართლზომიერი ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
3. კომისიის ან სასამართლოს მიერ საცალო მომხმარებელს, მიმწოდებელს ან/და განაწილების ლიცენზიატს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია კომისიის მოთხოვნის ან სასამართლოს განჩინების გარეშე, სადავო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას გამართული აღრიცხვის კვანძის არსებობის შემთხვევაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება იმ საცალო მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესების პირობების დაცვით ბუნებრივი გაზით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება მიმწოდებელს, განაწილების ლიცენზიატსა და საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან საცალო მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის მოთხოვნით ან სასამართლოს განჩინებით.
5. დაუშვებელია მიმწოდებლის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით საცალო მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან გაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად, მიმწოდებელი ან/და განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიის ან სასამართლოს მეშვეობით საცალო მომხარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და, თუ იქნება კომისიის თანხმობა ან სასამართლო განჩინება, შეუწყვიტოს საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება დავის დასრულებამდე.
6. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ საცალო მომხმარებელს ბუნებრივი გაზის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან
ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.08.2025
მუხლი 13. დავის განხილვა
თავი II — ბუნებრივი გაზის მიწოდება და მომარაგება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. აღრიცხვის კვანძის მოწყობა
- მუხლი 8. მიმწოდებლისა და განაწილების ლიცენზიატის ვალდებულებები და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება
- მუხლი 9. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები
- მუხლი 10. ბუნებრივი გაზის ღირებულებისა და მომსახურების დარიცხვა და გადახდა
- მუხლი 11. თანხის დარიცხვა და დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმები
- მუხლი 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა
- მუხლი 14. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება
- მუხლი 15. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 16. განაწილების ლიცენზიატის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით საცალო მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება
- მუხლი 17. აქტის შედგენის წესი
- მუხლი 18. აბონენტად რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 13, №12, 09.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.16.009.013.285 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/84724/muxli-13/