1. დაუშვებელია ამ წესის შეუსაბამო მოთხოვნების წაყენება, ასევე დაუშვებელია მომხმარებლისთვის წყლით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე, ხოლო ამ წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე წყლით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. სასამართლოს მიერ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დავის განხილვის პერიოდში დაუშვებელია სასამართლოს განჩინების გარეშე სადაო საკითხიდან გამომდინარე ან/და მის საფუძველზე მომხმარებლისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება მიმდინარე საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ უთანხმოებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ვრცელდება იმ მომხმარებელზე, რომელსაც ამ წესის პირობების დაცვით წყლით მომარაგება შეუწყდა დავის დაწყებამდე. ასეთ შემთხვევაში წყლის მიწოდება აღდგება მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთშეთანხმებით ან/და მომხმარებლის შუამდგომლობის საფუძველზე.
4. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისათვის წყლის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებულია, წყლის შეწყვეტისა და ამ წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია, სასამართლოს მეშვეობით, მომხმარებლისგან მოითხოვოს დავალიანების გადახდა და თუ იქნება სასამართლოს განჩინება, შეუწყვიტოს წყლით მომარაგება დავის დასრულებამდე.
5. ამ მუხლში მოყვანილი გარემოებები არ ათავისუფლებენ მომხმარებელს წყლის მოხმარებისას მიმდინარე საფასურის გადახდისაგან.
თავი VII
ამ წესში ცვლილების შეტა