1. განსაკუთრებულ შემთხვევებში როდესაც განსახორციელებელია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის გეგმიური სამუშაოები, ავარიული შემთხვევების სალიკვიდაციო ღონისძიებები ან ავარიული შემთხვევების პრევენციული ღონისძიებები, აგრეთვე წყლის დებეტის წყაროების შემცირების შემთხვევაში სეზონურობის გათვალისწინებით, საწარმოო დანახარჯებისა და წყლის რესურსების არარაციონალური ხარჯვის შემცირების მიზნით, მიმწოდებელი უფლებამოსილია, დააწესოს ტექნიკური წყლის მიწოდების გრაფიკი ყოველდღიურად ან სეზონურად საათების მიხედვით (შესაძლებელია საათობრივი გრაფიკი შეიცვალოს მიმწოდებლის გადაწყვეტილებით).

2. ტექნიკური წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმის შემოღების შემთხვევაში, ყოველდღიური და სეზონური გტაფიკის თანახმად, მომხმარებელს ტექნიკური წყალი მიეწოდებათ:

ა) დილის საათებში 08:00 საათიდან 10:00 საათამდე;

ბ) საღამოს საათებში 18:00 საათიდან 21:00 საათამდე:

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ტექნიკური წყლის მიწოდების გრაფიკი/რეჟიმი შეიძლება განისაზღვროს სოფლების/დასახლებების მიხედვით დღემონაცვლეობით, რომელზედაც გადაწყვეტილებას ღებულობს მიმწოდებელი ამ მუხლის  მე-4 პუნქტით დადგენილი წესის თანახმად.

4. წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმის დაწესების თაობაზე საწარმოო  ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილებას იღებს მიმწოდებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომელიც უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების შესახებ