1. წყალმომარაგების მიმწოდებელია უფლებამოსილია (სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში), მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ქვითარზე დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადის შესახებ, სადაც მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გადახდის ვადის გასვლამდე 2 კალენდარული დღით ადრე მაინც;
ბ) ტექნიკური წყლით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის /აღდგენის შესახებ;
გ) ტექნიკური წყლით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება ტექნიკური წყლის წყალმომარაგების ქსელის ძირითდი საშუალებების შეცვლა/დამონტაჯება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის ზუსტი მიზეზისა და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დროის შესახებ.
2. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყალმომარაგების მიმწოდებლისგან მოითხოვოს:
ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ (არსებულ) მისამართზე/ ნომერზე ან წერილობით ფორმით;
ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე, ასევე წერილობით ფორმით.
გ) ელექტრონული ქვითრის გაგზავნა წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ნომერზე.
თავი IV
წყლის უკანონო მოხმარება და უკანონოდ მოხმარების აღკვეთის მექანიზმები
და შესაბამისი პასუხისმგებლობის ღონისძიებებ